guriis mxare  
  
 
 
 

lanCxuTis municipaliteti
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, გურიის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ლანჩხუთი.

istoria

მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებულია ქვის ხანიდან. ადრე ბრინჯაოს ხანიდან ქალაქური ცხოვრების წესს ადასტურებს შუხუთის ციხე-ქალაქის არსებობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ოზურგეთის მაზრაში. 1930 წლიდან ცალკე რაიონია. საბჭოთა პერიოდში გამოიცემოდა რაიონული გაზეთი „სოციალისტური შრომა“. 2006 წლიდან ეწოდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი.

geografia

მუნიციპალიტეტს დასავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვის 7 კმ-იანი სანაპირო ზოლი, აღმოსავლეთით სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით ხობის, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. ტერიტორია - 533 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 270 კვ.კმ. ხოლო 15 000 ჰექტარი დაკავებული აქვს კოლხეთის ეროვნულ პარკს, 17 927 ჰა კი ტყეებს.

reliefi

მუნიციპალიტეტში ვაკე და გორაკ-ბორცვიანი რელიეფია. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილი უკავია გურიის დაბლობს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი კი გურიის სერს დაბლობი მეოთხეული ნალექებით - რიყნარით, თიხნარითა და ქვიშნარით აგებული ბრტყელი აკუმულაციური ვაკეა, რომლის შუა ნაწილი ყველაზე დაბალი ადგილია (ზღვის დონიდან 20 მეტრზი). ზღვის სანაპიროზე გავრცელებულია ზღვიური დიუნები, რომლებიც ხელს უშლის ზედაპირული წყლების ზღვაში ჩადინებას, რაც ჭაობების და ტბების წარმოშობის ერთ-ერთი მიზეზია. გურიის სერი აგებულია ზედაცარცული კირქვებით, შუა და ზედამიოცენისა და ქვედაპლიოცენის ტერიგენული ნალექებით, ზედაპლიოცენის თიხებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებით. დამახასიათებელია პატარა ანტლიკინები და სინკლინები, რომლებიც რელიეფში კარგად არის გამოხატული. სერის დასავლეთი ნაწილი დაბალია (200-400 მ), აღმოსავლეთი კი თანდათან მაღლდება და 500-600 მეტრამდე აღწევს (მთა საირაო 478 მ., მთა სამება - 523 მ., მთა ტალახა - 660 მ.).

სერის ჩრდილო კალთის გასწვრივ გაჭიმულია ვიწრო დაბალბორცვიანი მთისწინეთი. იგი აგებულია პლიოცენის თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით, რომლებსაც აღმოსავლეთით ეოცენის ვულკანოგენური დანალექები - ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფ-ქვიშაქვები და ანდეზიტური განფენები ცვლის. მთისწინეთის რელიეფი ძლიერ არის დანაწევრებული და საფეხურებრივად არის განლაგებული. ხასიათდება ზღვიური და მდინარეული ტერასული ზედაპირებით. სერის სამხრეთ კალთა შემოფარგლულია ბორცვიანი მთისპირა ვაკით, ეს ზოლი მდინარეთა ხეობებით ძლიერ დანაწევრებული ტერასული რელიეფით გამოირჩევა და აღმოსავლეთ ნაწილში აგებულიაეოცენის, ოლიგოცენისა და მიოცენის ვულკანოგენური და თიხიან-ქვიშიან მერგელოვანი წყებებით, ხოლო დასავლეთ ნაწილში მიოცენური და პლიოცენური თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატებით.

hava

გურიის დაბლობსა და გორაკ-ბორცვებზე 200 მ. სიმაღლემდე ზღვის ნოტიო ჰავაა, რბილი, თბილი ზამთრით და ცხელი ზაფხული, მუსონური ხასიათის ქარებით. გურიის სერზე, 200 მ. ზემოთ კი ასევე ზღვის ნოტიო ჰავაა, მაგრამ ზომიერად ცივი ზამთრით და ხანგრძლივი, თბილი ზაფხულით. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 13°C-დან 13,8°C-მდეა, იანვრისა 3,8°C-4,6°C, ხოლო აგვისტოსი 21,8°C-23,1°C. აბსოლუტური მინიმალური -18 °C-20 °C-მდე ეცემა, მაქსიმუმი კი 39-41°C-მდე ადის. ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 2400 მმ-ს აღწევს (ხიდმაღალა). ზღვიდან დაშორების მიხედვით ნალექები მცირდება (ნიგოითი 1830 მმ.), თუმცა გორაკ-ბორცვიან ზონაში მაინც 2000 მმ-ზე მეტია.ნალექები თოვლის სახით იშვიათია, თუმცა განსაკუთრებით მკაცრ ზამთარში თოვლის საბურველის მაქსიმალური სიმაღლე 115 სმ აღწევს. ყველაზე ცხელი თვეებია ივლისი და აგვისტო ხოლო ყველაზე მშრალი აპრილი და მაისი. ყველაზე მეტი ნალექიანობით ხასიათდება აგვისტო და ნოემბერი. ზაფხულობით გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის ქარი, ხოლო ზამთრობით - ჩრდილო აღმოსავლეთის ქარი. ზოგჯერ ქრის ფიონი. ქარის საშუალო წლიური სიჩქარეა 2,2მ/წმ.

Siga wylebi

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელია. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა სუფსა, რომლის ქვემო დინება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებშია. იგი წვიმის, თოვლის და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და შემოდგომაზე. წყალმცირობა - ზაფხულის მეორე ნახევარსა და ზამთარში. სხვა მდინარეებია: ფიჩორი, ლესისწყალი, შუთი, გომახურისწყალი, წყალწითელა და სხვა. ეს მდინარეები წვიმის და მიწისქვეშა წყლით საზრდოობენ. წყალდიდობა იციან შემოდგომასა და ზამთარში, წყალმოვარდნა მთელი წლისგანმავლობაში, წყალმცირობა - აპრილსა და მაისში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბები: პალიასტომის ტბა, იმნათის ტბა, ჯაპანას ტბა და გრიგოლეთის ტბა.

niadagi

ზღვის სანაპირო ზოლში განვითარებულია დაჭაობებული ნიადაგები, მდინარე სუფსის ქვემო დინების გასწვრივ - ალუვიური უკარბონატო ნიადაგები. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია ტორფიან-ჭაობიანი და ჭაობის ლამიანი ნიადაგები. მას სამხრეთ-აღმოსავლეთით ეკვრის ეწერ-ლებიანი ნიადაგების ზოლი. გურიის სერის კალთებზე წითელმიწა და გაეწერებული წითელმიწა ნიადაგებია. მცირე ფართობი უჭირავს ყვითელ მიწებს, ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებს. სერის თხემზე სუსტად განვითარებული, მცირე სისქის, ზოგან ჩამორეცხილი ნიადაგებია.

flora da fauna

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი მცენარეული საფარი ადამიანის ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია. შავი ზღვის სანაპიროზე განვითარებულია ზღვისპირა ქვიშნარის მცენარეულობა, რომელსაც ისლიანი და მარცვლოვანი ჭაობის მცენარეულობა აკრავს. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია კოლხური ჭაობიანი მურყნის ტყეები, მის სამხრეთ-აღმოსავლეთით ვრცელდება ლეშამბოიანი ტყეების ზოლი, რომელსაც მოსდევს თხმელის, მუხისა და რცხილის დაბლობის ტყეები. ქვეტყეში უხვადაა გავრცელებული შქერი, ბაზგი და სხვა მარადმწვანე ბუჩქი. ასეთივე მცენარეულობაა გურიის სერის მთისწინეთშიც. სერის კალთების ზედა ნაწილში ადრე მარადმწვანე ქვეტყიანი წიფლრნარ-რცხილნარი იყო, რომელიც დღეს მცირე ფართობზეა შემორჩენილი.

გურიის დაბლობის ჭაობიან ტყეებში შემორჩენილია შველი და წავი. გორაკ-ბორცვებზე, სერის ტყიან კალთებზე გვხვდება ტურა, მგელი, მაჩვი, კურდღელი, ნუტრია, თხუნელა, თაგვი, ტყის თაგვი, ვირთაგვა. ფრინველებიდან ძერა, ქორი, შევარდენი, იხვი, ჩხიკვი, ყანჩა, ტყის ქათამი, მოლაღური, სკვინჩა, ბეღურა, შაშვი, ჩხართვი და სხვ. ჭაობიან ტყეებში ბუდობს ჩვეულებრივი ხოხობი, არის მწყერი. ტბებში გვხვდება თევზის სახეობები: კაპარჭინა, ჭანარი, ჭერეხი, კობრი, ლოქო, ფარგა, ქორჭილა. მდინარეებში არის ქაშაპი, კოლხეთის ციმორი, წვერა, კობრი, ლოქო, ღორჯო და სხვა. მდინარე სუფსის ქვემო წელში გავრცელებულია კოლხური კვირჩხლა, კოლხური ხრამული, ჭერეხი, ლიქორა, ბლიკა.

landSaftebi

  1. ზღვისპირა ქვიშიან-ხრეშიანი დიუნები ფსამოფილური მცენარეულობით
  2. დაბლობის ჭაობები ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგ-მცენარეული საფარით
  3. დაჭაობებული დაბლობი უმთავრესად მურყნარითა და ლებიან-ჭაობიანი ნიადაგებით
  4. დახრილი ვაკე-დაბლობი კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და ეწერი ნიადაგებით
  5. ბორცვიანი მთისწინეთი კოლხური მცენარეულობით, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგებით
  6. ჭალები ალუვიური ნიადაგებით და მდელო-ტყის მცენარეულობით

wiaRiseulebi

მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. მუნიციპალიტეტში ტორფის რამდენიმე საბადოა, მათ შორის ყველაზე დიდია იმნათის საბადო, იგი პალიასტომის ტბის აღმოსავლეთით მდებარეობს და მისი მარაგი 300 მილიონ მ³-ს აღემატება. ასევე ტორფის საბადოებია გრიგოლეთსა და სუფსაში. ნავთობის საბადოა სუფსასა და შრომისუბანში. ზღვის სანაპირო ზოლი შეიცავს მაგნეტიტს. შუხუთსა და ჯუნჯუათში მოიპოვება მერკელიანი კირქვა. სოფლებში აცანა,ზემო აკეთი და ქვემო აკეთი მოიპოვება თიხნარი მიწა. გულიანსა და ჯურუყვეთში მოდის გოგირდოვანი, ბაღლებში კი - ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი წყალი.

mosaxleoba

2014 წლის აღწერით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა არის 31 486 კაცი. სიმჭიდროვე - 59,1 კაცი კვ.კმ-ზე. ეთნიკური შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის 98,89 % ქართველია, 0,50 % - რუსი. სარწმუნოებრივი შემადგენლობის მიხედვით მოსახლეობის დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ასევე არიან მუსლიმები (აჭარლები), ხოლო წყალწმინდაში ცხოვრობს 48 სტაროვერი რუსი. მუნიციპალიტეტში სულ 55 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი და 54 სოფელი.

aRweris monacemebi

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1939 39 071 19 181 19 890
1959 40 031 18 252 21 779
1970 40 246 18 285 21 961
1979 40 890 18 884 22 006
1989 41 891 19 600 22 291
2002 40 347    
2014 31 486    
2021 29 900    

ekonomika

საბჭოთა პერიოდში რაიონის ეკონომიკის ძირითადი დარგი იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა, მათ შემდეგ კი მარცვლეულის წარმოება მეფრინველეობა და მეცხოველეობა. ფუნქციონირებდა 11 კოლმეურნეობა და 3 საბჭოთა მეურნეობა. მრეწველობაში მთავარი დარგები იყო კვების მრეწველობა და საშენ მასალათა მრეწველობა. მოქმედებდა ჩაის პირველადი გადამუშავების 5 ფაბრიკა, ასევე საკონსერვო, ყველ-კარაქის, პურ-ფუნთუშეულის, უალკოჰოლო სასმელების ქარხნები, საშენ მასალათა კომბინატი, სამკერვალო ფაბრიკა, თბოელექტროსადგური (186 კვტ სიმძლავრით), ტორფის ქარხანა სუფსაში, თევზის საჯიშე მეურნეობები ჯაპანასა და გრიგოლეთში.

ამჟამად მუნიციპალიტეტის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესია ბაქო-სუფსის ნავთობსადენი და სუფსის ტერმინალი. მუნიციპალიტეტის საზღვაო ზოლში (წყალწმინდა, გრიგოლეთი) განვითარებულია ტურიზმი. სოფლის მეურნეობაში მისდევენ მეციტრუსეობას, მეცხოველეობას, მოჰყავთ თხილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის: რკინიგზის მონაკვეთი სამტრედია-მახინჯაური 35 კმ; საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12 (65 კმ) და საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2-ის მონაკვეთი; ასევე ჯაპანა-აბაშის (47 კმ), ლანჩხუთი-ოზურგეთისა და ლანჩხუთი-ნასაკირალის (45 კმ) საავტომობილო გზები. ადგილობრივი გზების სიგრძეაა 234 კმ.

მუნიციპალიტეტში არის 25 საჯარო სკოლა, 22 საბავშვო ბაღი 32 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი.

administraciuli erTeulebi

მუნიციპალიტეტი მოიცავს 16 ადმინისტრაციულ ერთეულს:

  1. ლანჩხუთი - ქალაქი ლანჩხუთი;
  2. აცანა - აცანა, ტელმანი;
  3. აკეთი - გაგური, ზემო აკეთი, ქვემო აკეთი, ჭანჭათი;
  4. მამათი - კონჭკათი, მამათი, ქვემო მამათი, შათირი;
  5. ნიგოითი - ნიგოითი, ქვიანი, ჩოლობარგი, ჭყონაგორა, ჯაპანა, ჯიხეთის მონასტერი;
  6. შუხუთი - ზემო შუხუთი, ქვემო შუხუთი;
  7. მაჩხვარეთი - მაჩხვარეთი, ორაგვე, ჯუნმერე;
  8. გვიმბალაური - გვიმბალაური, ჯუნეწერი;
  9. ჩიბათი - ზემო ჩიბათი, ქვემო ჩიბათი, ჭალა;
  10. ლესა - ლესა, ჭინათი;
  11. ჯურუყვეთი - ბაღლეფი, ეწერი, ჯურუყვეთი;
  12. ნინოშვილი - ნინოშვილი, ყელა;
  13. ნიგვზიანი - არჩეული, ნიგვზიანი, ჩანჩეთი, ხაჯალია;
  14. ჩოჩხათი - გულიანი, კოკათი, მოედანი, შრომისუბანი, ჩოჩხათი, ხორეთი, ჯიხანჯირი;
  15. ღრმაღელე - ომფარეთი, ორმეთი, ღრმაღელე, წყალწმინდა;
  16. სუფსა - ახალსოფელი, გრიგოლეთი, სუფსა, ტაბანათი, ჩქუნი, ხიდმაღალა

ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი სოფელი  არჩეული – ავთო გოგოჩაიშვილი  ტელ.:  595212512

სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერი სოფელი  ჭყონაგორა

აკეთის  მაცხოვრის სახელობის ეკლესია სოფელი აკეთი

ოქონას მამათა მონასტერი სოფელი აცანა

წმინდა თეკლას სახელობის სამონასტრო კომპლექსი სოფელი ორაგვე

ტურისტული ლოკაცია ,,გურია ტაბერნე“ სოფელი აცანა - კესო მახარაძე ტელ.: 599 923028

აგროტურისტული ლოკაცია  ,,მიშოს არემარე“ სოფელი  ნიგოითი - მედეა გოგუაძე ტელ.: 591950722

აგროტურისტული  ლოკაცია “ჩაი აკეთი” სოფელი  აკეთი – თამუნა კირცხალია ტელ.:  597 132601;  551 191883

აგროტურისტული ლოკაცია ,,ჩიბათი“ სოფელი  ჩიბათი - გელა ზოიძე  ტელ.: 591191526

აგროტურისტული ლოკაცია ,,თანამედეროვე  მეფუტკრეობა“ სოფელი  გვიმბალაური - მამუკა იმნაძე ტელ.: 593222416

აგროტურისტული ლოკაცია „გურული სამზადი“ სოფ. ნიგოითი - ტრისტან გოგეშვილი ტელ.: 595133732

კოლხეთის ეროვნული პარკი –  სოფელი ჩიბათი

ორკარის კანიონი  –  სოფელი მოედანი

ელინაბადოს ჩანჩქერი – სოფელი აცანა

აკიბულას ჩანჩქერი – სოფელი აცანა

საქუხიას კანიონი – სოფელი აცანა

ეშკანის კანიონი – სოფელი ორაგვე

 

რეგიონი გურიის მხარე
ადმ. ცენტრი ჩოხატაური
კოორდინატები 42°01`03` ჩ. გ. 42°15`20` ა. გ.
ადრეული სახელები ჩახატაური
ფართობი 825.1 კმ²
ფართობი 825.1 კმ²
მოსახლეობა 19 001 2016)
სიმჭიდროვე 23,03 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,66 %,
რუსები 0,19 %,
სომხები 0,06 %,
ოსები 0,02 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://chokhatauri.ge/

 

 

ლანჩხუთის დროშა
ლანჩხუთის გერბი

lanCxuTis soflebi

lanCxuTis - foto galerea

eklesiebi da monastrebi
1 აკეთის მაცხოვარი 26 ქვედა მამათის ნაეკლესიარი
2 აკეთის წმინდა გიორგის ეკლესია 27 ქვემო შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესია
3 ბაზილიკა სანათლავით - ღრმაღელე 28 შათირის ნაეკლესიარი
4 ბაღლევის მაცხოვარი 29 წმინდა კვირიკეს ხის ეკლესია - ჭინათი
5 განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია და სამრეკლო - ნიგოითი 30 ჭინათის ნაეკლესიარი
6 ეკლესია - მაჩხვარეთი 31 ჭინათის წმინდა კვირიკეს ეკლესია
7   32  
8   33  
9   34  
10   35  
11   36  
12 37  
13 ერკეთის ეკლესია 38  
14 ვაკიჯვრის ეკლესია 39 ჯიხეთის მონასტერი (წმინდა გიორგის ეკლესია)
15 ვანისქედის ეკლესია 40 ჯუმათის მონასტერი
16 იდგა წმინდა გიორგის ეკლესია - ქვიანი 41 jუნეწერის მაცხოვარი
17 ლაითურის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია 41 ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - მოედანი
18 ლიხაურის ეკლესია 42 შემორჩენილია სავარაუდოდ XIII საუკუნის მაცხოვრი ეკლესიის ნანგრევები - ბაღლები
19 მამულარის ეკლესიის ნანგრევი 43 შენობის თაღები - ლესა
20 მაცხოვრის ეკლესია - ჯუნეწერი 44 ძველი ეკლესია
21 მაცხოვრის სახელობის გუმბათოვანი ეკლესია - ქვემო აკეთი 44 წმ. მარინეს სახელობის ტაძრის ნანგრევები - ზემო შუხუთი
22 მთავარანგელოზის ნაეკლესიარი - ჭანჭათი 45 წმინდა გიორგის ეკლესია
23 ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევი 45 წმინდა გიორგის ნაეკლესიარი - აცანა
24 ოქონის მონასტერი - აცანა 46 წმინდა კვირიკეს ეკლესია
25 პეტრე-პავლეს ნაეკლესიარი 47 ჯიხეთის მონასტერი, სამება-ჯიხეთის მონასტერი

 

xatebi
1 ლიხაურის მაცხოვრის ხატი 7 შემოქმედის მოოქროვილი ვერცხლის ჭედური ხატები
2 ლიხაურის ტრიპტიქი 8 შემოქმედის ღვთისმშობლის ხატი
3 ლიხაურის ღვთისმშობლის ხატები 9 შემოქმედის წმინდა გიორგის ხატი
4 ლიხაურის წმინდა გიორგის ხატი 10 ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატი
5 ლიხაურის წმინდა იაკობის ხატი 11 ჯუმათის მიქაელ მთავარანგელოზის ხატები
6 შემოქმედის მაცხოვრის ხატი 12 ბაილეთის ეკლესია, ჩეხედანას ეკლესია - აქ ინახებოდა იერუსალიმიდან გადმოსვენებული წმინდა იაკობის ხატი - მამათი

 

cixe simagreebi
1 ასკანის ციხე (თამარ მეფის ციხე) 3 შუა საუკუნეების ციხე - სიმაგრის ნანგრევები - ჯიხანჯირი
2 ვაშნარი (ციხე-ქალაქი) 4 შუხუთის ციხე-ქალაქის არსებობა
2 ლიხაურის ციხე (თამარის ციხე, ჭანიეთის ციხე) 4 შუა საუკუნეების ციხე და სამი ეკლესია, პატარა ჯიხეთად წოდებული ეკლესია - ჯაპანა

ნასტეფნარის, გორგაშაულის, კიბულაის ციხეების ნანგრევები - ჩოჩხათი

ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხელოვნური გამოქვაბულების სიმრავლე. ასეთი გამოქვაბულებია სოფლებში:
1 ხორეთის გამოქვაბული 5 კოკათის გამოქვაბული
2 ჩანჩეთის გამოქვაბული 6 ჩოჩხათის გამოქვაბული
3 ორაგვეს გამოქვაბული 7 გაგურის ეშმაკის საყდარი
4 ნაკაშიძის გამოქვაბული - ზედუბანი    

 

muzeumebi
1 ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 4 არჩეულის ეგნატე ნინოშვილის მუზეუმი
2 ქვემო აკეთი - გურიის სახალხო ბიბლიოთეკა 5 ანა კალანდაძის საცხოვრებელი სახლი
3   6 მგალობლიშვილის კარ-მიდამო

 

sxvadasxva
1 ბახმაროს პიონერთა ბანაკი 6 საქვიხიას ჩანჩქერი - აცანა
2 ბახმაროს საცხოვრებელი სახლი 7 შრომის კლუბი
3 გორაბერეჟოულის ბაღი 8 ნაგომრის კულტურის სახლი
4 გორაბერეჟოულის სასახლე 9 ტორფის საბადო - გრიგოლეთი
5 საჯილდაო ქვა - აცანა 10 ჯუნჯუათის მერკელიანი კირქვის საბადო - ჯუნეწერი

წყარო

 

Cvens Sesaxeb

ჩვენი საიტი მოიცავს საქართველოს ფლორას და ფაუნაას. თქვენ მიიღებთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ბუნებასა და დედამიწის შესახებ მათ შორის ცხოველთა სამყაროზე. ასევე გაეცნობით უიშვიათესი ჯიშის მცენარეებს. ჩვენი საიტის მეშვეობით თქვენ მიიღებთ ურიცხვ ინფორამციას ჩვენი ქვეყნის ბუნების შესახებ.

 

"წინამდებარე ტექსტი/ფოტოები გადმოკოპირებულია შემდეგი ინტერნეტ წყაროებიდან: https://apa.gov.ge/ge/, https://www.wikipedia.org/. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე